IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მომავლის პროფესიები: რობოტიკის ინჟინერია

მშობლებისთვის

29.10.2024

1225 blog_count_views_5_9_11_14

ციფრულმა ეპოქამ სამყაროს განვითარების ტემპი სრულიად შეცვალა. ახალი ტექნოლოგიების შექმნასთან ერთად, გაჩნდა ისეთი პროფესიები, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გვხვდებოდა. ასეთ პროფესიებს ხშირად მომავლის პროფესიებსაც უწოდებენ და მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. 

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ადამიანმა ამ ტენდენციას ფეხი აუწყოს და მუდმივი განვითარებისკენ ისწრაფოდეს. IT აკადემია STEP უკვე 20 წელზე მეტია, რაც განათლების ბაზარზე ოპერირებს და  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. სტეპის ახალი, სასკოლო მიმართულება საშუალებას აძლევს საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომ პირველი ნაბიჯები გადადგან ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამყაროში.

ამ ბლოგში კი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ მომავლის პროფესიაზე – რობოტიკის ინჟინერზე ვისაუბრებთ. 

რა არის რობოტი?

რობოტის გაგონებაზე ალბათ ჰუმანოიდი რობოტები გვახსენდება სხვადასხვა ფილმებიდან, რომლებსაც ადამიანის მსგავსი იერი და ინტელექტი აქვთ. თუმცა, რობოტის განმარტება ბევრად ფართოა. 

ტერმინი ‘რობოტი’ პირველად 1920 წელს ჩეხმა მწერალმა, კარელ ჩაპეკმა გამოიყენა ადამიანის მსგავსი ხელოვნური არსების აღსაწერად, რომელიც კაცობრიობის სამსახურისთვის შეიქმნა. 

მას შემდეგ, კულტურაში მრავალი ცნობილი რობოტი გამოჩნდა. ‘Მე, რობოტი’, ‘ექს-მანქანა’ ან ‘დანის პირზე მორბენალი’ კარგად წარმოაჩენს ადამიანურ შიშებს მომავლის ტექნოლოგიურ სამყაროზე. თუმცა, კაცობრიობა უკვე დიდი ხანია წარმატებით იყენებს რობოტებს. 

რეალურად, რობოტი არის ისეთი მანქანა, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული პროგრამით დავალებების ავტომატურად შესრულება შეუძლია. რობოტებს სხვადასხვა ფორმა გააჩნიათ. მაგალითად, რობოტული მკლავები წარმოებისთვის გამოიყენება, თვითმართვადი დრონები სამხედრო მისიებისთვის, ზოგიერთი რობოტი კი ურთულეს ოპერაციებსაც ატარებს. 

რობოტიკის ინჟინერია არა მარტო კრეატიული და საინტერესო პროფესიაა, არამედ მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენაც შეუძლია. 

რა არის რობოტექნიკის ინჟინერია?

რობოტიკის ინჟინერია ერთ-ერთი უახლესი სამეცნიერო სფეროა, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებს მექანიკასა და ელექტრულ ინჟინერიასთან აერთიანებს. ის ხშირად STEM-ის (Science, Technology, Engeneering, Mathematics – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. 

ეს დისციპლინა აერთიანებს რობოტებისა და რობოტული სისტემების დიზაინსა და კონსტრუქციების შექმნას. რობოტექნიკის ინჟინრის პასუხისმგებლობაა, რომ რობოტი იყოს ტექნიკურად გამართული და მისი სამუშაო პროცესი გახადოს ეფექტური და უსაფრთხო. 

დღეისათვის რობოტიკის ინჟინერია თითქმის ყველა ინდუსტრიაში არის საჭირო. წარმოება, თავდაცვა,სოფლის მეურნეობა, საავიაციო-კოსმოსური მრეწველობა და ჯანდაცვა ინდუსტრიების მოკლე ჩამონათვალია. 

და, Რაც უფრო წინ მიიწევს ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია, მით უფრო იზრდება მოთხოვნა რობოტექნიკის ინჟინრებზე. 

ვინ არის რობოტექნიკის ინჟინერი?

რობოტექნიკის ინჟინრებს ტექნოლოგიური განვითარების პროცესში დიდი ადგილი უჭირავთ. რობოტექნიკის ინჟინერი ქმნის რობოტებს, ახალ აპლიკაციებს რობოტექნიკის ტექნოლოგიებისთვის და აუმჯობესებს უკვე არსებულ სისტემებს. 

Მათი ძირითადი მოვალეობებია:

  1. რობოტების დიზაინი:

რობოტიკის ინჟინერი ქმნის რობოტისა და მისი სისტემის კონცეფციას/გეგმას, რობოტის ფიზიკური სტრუქტურის დიზაინს, კომპონენტებს და ფუნქციებს. 

  1. რობოტების აწყობა:

რობოტიკის ინჟინერს უნდა შეეძლოს რობოტების აწყობა და სისტემების შექმნა. ამისათვის ის იყენებს მექანიკის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პრინციპებს. 

  1. რობოტების დაპროგრამება:

რობოტიკის ინჟინერი წერს კოდს, რომელიც აკონტროლებს რობოტის ქცევებსა და სისტემას. ამისათვის ის იყენებს ისეთ პროგრამულ ენებს, როგორებიცაა C++, Python და რობოტიკის ოპერაციული სისტემა – ROS.  

  1. რობოტების ტესტირება:

რობოტიკის ინჟინერი აწყობს ტესტირებებს, რათა დარწმუნდეს, რომ რობოტი და მისი სისტემა გამართულად მუშაობს. ამისთვის საჭიროა, რომ რობოტები სხვადასხვა გარემოში გამოცადონ. 

 

რობოტექნიკის ინჟინერიისთვის საჭირო უნარები

იქიდან გამომდინარე, რომ რობოტების შესაქმნელად საჭიროა ინჟინერიის, მათემატიკისაა და კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნა, ამ პროფესიის დაუფლების მსურველებს STEM განათლება უნდა ჰქონდეთ მიღებული. 

ამის გარდა, რობოტექნიკის ინჟინერს უნდა ახასიათებდეს ისეთი მნიშვნელოვანი მოქნილი უნარები, როგორებიცაა: შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრისა და გუნდში მუშაობის უნარები. 

6 ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი:

  1. მათემატიკა და მეცნიერებები

რობოტექნიკაში წარმატებული კარიერისთვის საჭიროა მათემატიკის სიღრმისეული ცოდნა. ალგებრა და კალკულუსი საჭიროა რობოტის გამართვისთვის. ხოლო გეომეტრია და ფიზიკა მნიშვნელოვანია რობოტების ასაწყობად. 

სტეპის სასკოლო მიმართულების მთავარი პრიორიტეტი, ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლებაა. გაიგეთ მეტი სტეპის სკოლაზე აქ.

  1. პროგრამირება

თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ყველა ადამიანისთვის არის საჭირო. ამ მხრივ, არც რობოტექნიკის ინჟინერი არის გამონაკლისი. 

იმისათვის, რომ რობოტმა თავისი საქმე ზუსტად შეასრულოს, მისი დაპროგრამება არის საჭირო. ამისთვის კი იყენებენ, როგორც პოპულარულ პროგრამირების ენებს, ასევე სპეციალურად რობოტექნიკისთვის შექმნილ ოპერაციულ სისტემებს. 

რობოტექნიკის ინჟინერიაში გამოიყენება შემდეგი პროგრამული ენები:

  • C/C++
  • Python
  • Java
  • C#/.NET
  • MATLAB
  • Hardware Description Languages (HDLs)
  • LISP
  • Prolog
  • Industrial Robot Languages
  • Scratch
  • Pascal

სტეპის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გაიარონ პროგრამირების კურსი და მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი. 

  1. გუნდური მუშაობა

რობოტექნიკა ინტერდისციპლინური მიმართულებაა და რობოტექნიკის ინჟინრებს ხშირად სხვა ინჟინრებთან ერთად უწევთ მუშაობა. ამიტომაც, ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი მოქნილი უნარი, როგორიც გუნდური მუშაობაა. 

  1. პრობლემების მოგვარება

ტექნიკური სისტემის შექმნა რთული და შრომატევადი პროცესია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ინჟინერს შეეძლოს მიხვდეს, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა გამართულად. მაგალითად, თუ პროგრამას აქვს პრობლემა, ინჟინერს უნდა შეეძლოს კოდში ‘ბაგების’ პოვნა. 

  1. კრეატიული აზროვნება

კრეატიული აზროვნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქნილი უნარია რობოტიკის ინჟინრისათვის. გარდა იმისა, რომ ეს უნარი პრობლემების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ კრეატიული აზროვნება არის ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი. 

  1. აქტიური სწავლა

რობოტექნიკის მიმართულება ტექნოლოგიურ სამყაროსთან ერთად ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომაც, საჭიროა, რომ რობოტექნიკის ინჟინერმა ფეხი აუწყოს განვითარების ტემპს, ისწავლოს პროგრამირების ახალი ენები, AI კონცეფციები, მეთოდოლოგიები და სხვა.

 

ინდუსტრიები რობოტექნიკის ინჟინრებისთვის

რობოტექნიკის ინჟინრებს უამრავ ინდუსტრიაში შეუძლიათ მუშაობა – მათი უნარებისა და ინტერესების მიხედვით:

  • საავიაციო და კოსმოსური ტექნოლოგიები
  • ავტომატიზაცია
  • საავტომობილო მრეწველობა
  • კომპიუტერული პროგრამების დეველოპმენტი
  • სამომხმარებლო ტექნიკა
  • კონტროლის სისტემები
  • კიბერნეტიკა
  • რობოტიკა
  • ჯანდაცვა
  • სამედიცინო რობოტექნიკა

სტატისტიკები და კვლევები

უახლესი კვლევების მიხედვით, 2024 წლისთვის, რობოტექნიკის ბაზარი 42.82 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. ამასთან ერთად, 2024-2028 წლებში ინდუსტრიის 11%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. შესაბამისად, 2028 წლისთვის, რობოტექნიკის ბაზარი დაახლოებით 65.59 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 

Robotics Market კვლევის მიხედვით, რობოტექნიკის მიმართულება ყველაზე მოთხოვნადია შემდეგ ქვეყნებში:

  • ჩრდილოეთ ამერიკა (ა.შ.შ, კანადა, მექსიკა)
  • ევროპა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი)
  • აზია-წყნარი ოკეანე (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ავსტრალია, ინდონეზია, ტაილანდი, ფილიპინები, მალაიზია, ვიეტნამი)
  • Სამხრეთ ამერიკა (ბრაზილია, არგენტინა, კოლუმბია)
  • ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (საუდის არაბეთი, საამიროები, ეგვიპტე, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა)

რობოტექნიკის მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიების სია კი ასეთია:

  • ABB
  • KUKA
  • FANUC
  • Nachi
  • DENSO Robotics
  • Toshiba
  • Omron Adept Technologies
  • Panasonic
  • Staubli
  • Yaskawa
  • EPSON Robots
  • Mitsubishi Electric
  • Kawasaki Robotics
  • Comau
  • OTC Daihen

რობოტექნიკის ინჟინერია რთული, მაგრამ საინტერესო და კრეატიული პროფესიაა, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. და, რაც უფრო ციფრული ხდება სამყარო, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ადამიანები მეტად დაუახლოვდნენ ტექნოლოგიებს.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ვინ არის პროგრამისტი და როგორ ქმნის ის ჩვენს ყოველდღიურ ციფრულ სამყაროს?

გაიგე, ვინ არიან ციფრული სამყაროს არქიტექტორები, როგორ ცვლის პროგრამისტების შრომა ჩვენს ყოველდღიურობას და რა გზა უნდა გაიარო იმისათვის, რომ შენც გახდე ამ ინოვაციური ინდუსტრიის ნაწილი.

ვინ არიან ციფრული სამყაროს არქიტექტორები? თანამედროვე ეპოქაში, როდესაც დღე სმარტფონის ეკრანთან შეხებითა და ჭკვიანი ყავის აპარატის ღილაკზე თითის დაჭერით იწყება, იშვიათად თუ ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას. პროგრამისტი არ არის უბრალოდ პროფესია - ეს არის აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და შემოქმედების უნიკალური ერთობლიობა. პროგრამისტები არიან ციფრ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

როგორ ავითარებს ტექნოლოგიების სწავლა ბავშვის ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას?

სტატიაში განხილულია, თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ადრეული შესწავლა ბავშვებში ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ მომავალში რთული ამოცანების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში ეხმარება.

ციფრული ეპოქა და ბავშვის განვითარების ახალი ჰორიზონტები თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მათი სწავლა ბავშვობის ადრეული ეტაპიდანვე სცილდება უბრალოდ ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების ჩვევას. კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა ძირეულად ცვლის ბავშვის ტვინის მუშაობას, აყალიბებს სტრუქტურულ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა