IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

რატომ STEP?

სტეპი თანამედროვე პროგრამების დანერგვით, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით და საკუთარი, ინოვაციური სასწავლო სივრცით, განათლებაზე არსებულ სტანდარტულ ხედვებს გარდაქმნის თანამედროვე აზროვნებად.

სტეპის ძლიერი კარიერული ცენტრით უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებას, სწავლის პროცესში აუცილებელი, პროფესიული HARD და SOFT უნარების გამომუშავებას, კომპიუტერულ აზროვნების ჩამოყალიბებას და სტუდენტს პირდაპირ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ამზადებს.

სტეპის შესახებ

IT აკადემია STEP-ი საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრია საქართველოში. "სტეპში" დაეუფლები პრაქტიკაზე დაფუძნებულ, სრულფასოვან, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგში.

როგორც გლობალური ლიდერი ბრენდი, IT აკადემია STEP-ი 1999 წლიდან არის წამორდგენილი მსოფლიო ბაზარზე.

უმაღლესი IT განათლება

პროფესიული კურსების არჩევის შემთხვევაში, სტუდენტები სწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: პროგრამირება და გრაფიკული დიზაინი.

სტეპში უდიდესი ყურადღება სწორედ პრაქტიკას ეთმობა. ჩვენი სტუდენტები, სწავლების პირველივე კვირიდან, უკვე რეალურ პროექტებზე მუშაობას იწყებენ, რისთვისაც აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს წამყვან IT კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

სწავლების მეორე კურსიდან, სწავლის პარალელურად, "დუალური განათლების" პროგრამის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ჩვენს პარტნიორ IT ორგანიზაციებში, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე სტეპერების 90%-ზე მეტი დასაქმდა კიდეც.

2

ფილიალი საქართველოში

3K+

სტუდენტი ყოველწლიურად

Junior IT აკადემია

სტეპის Junior IT აკადემია 9-13 წლამდე ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის.

პატარა სტეპერები სწავლობენ ვებ-გვერდების შექმნას, პროგრამირებას, დიზაინს, თამაშების შექმნას, 3D მოდელირებასა და რობოტექნიკის ინჟინერიას. მათ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადააქვთ და ქმნიან საკუთარ პროექტებს. პროექტებზე მუშაობისას, მოსწავლეები იძენენ და იუმჯობესებენ მოქნილ უნარებს, სწავლობენ როგორ დაგეგმონ და მიაღწიონ მიზნებს.

სტეპში არის გარემო, სადაც სწავლა ყველა ბავშვის ინტერესია, ისინი თავს კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობენ. სტეპის აუდიტორიები და ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე ტექნიკით.

3

პროგრამა Junior აკადემიის

10К+

კურსდამთავრებული

პროფესიები სკოლის პარალელურად

IT STEP-ის პროგრამა - ინოვაციური გზა წარმატებისკენ. ჩვენი კურსები აერთიანებს IT ტექნოლოგიებს და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც სკოლის პარალელურად ისწავლება. მოსწავლეები ეუფლებიან გრაფიკულ დიზაინს, პროგრამირებასა და გეიმ დეველოპმენტს. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე, კომპიუტერიზებულ აუდიტორიებში, ინოვაციურ ლაბორატორიებში.

ჩვენი სტუდენტები თავდაჯერებულად ითვისებენ მომავლის პროფესიებს სკოლის დამთავრებამდე. სასწავლო პროცესი ოპტიმიზებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დასაქმდნენ ან შექმნან საკუთარი პროექტები ადრეული ასაკიდან. ჩვენი პრიორიტეტია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ბალანსი - პროფესიული განვითარება სკოლის სწავლის პარალელურად.

ინდივიდუალური მიდგომა და გამოცდილი, ინდუსტრიაში მოღვაწე პედაგოგები, რომლებიც მხარს უჭერენ მოსწავლეთა ინოვაციურ იდეებს, ქმნიან იდეალურ გარემოს თანამედროვე პროფესიების ეფექტური და შთამაგონებელი შესწავლისთვის.

2

პროფესია სკოლის პარალელურად

10К+

კურსდამთავრებული

მეტის გასაგებად

ჩვენი მიღწევები

ჩვენი სტუდენტები იკავებენ პირველ ადგილს საერთაშორისო IT კონკურსებსა და ჩემპიონატებზე

ჩვენმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო IT ჩემპიონატში - Microsoft Imagine Cup-ზე (სიდნეი, ავსტრალია), რომელსაც 106 ქვეყნიდან 400 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ დაიკავეს პირველი ადგილი Autodesk-ის ჩემპიონატსა (ნომინაცია "Junior Master") და Cisco-ს V და VI ოლიმპიადებზე.

3) საერთაშორისო IT ჩემპიონატი "Golden Byte"

2017 წელს IT Academy STEP-მა უმასპინძლა საერთაშორისო IT ჩემპიონატს - "Golden Byte-ს", რომლის საპრიზო ფონდს 3 000 000 უკრაინულ გრინვას შეადგენდა. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განვითარებაში.

კამბოჯაში ჩვენმა ფილიალმა მიიღო ჯილდო IT განათლების განვითარების სფეროში

IT Academy STEP-მა კამბოჯაში მიიღო პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო EQUALS in TECH Award 2020-ში ქალთა პროგრამირების პირველი კლუბის ჩამოყალიბებისა და წარმატებით განვითარებისათვის.

მცირე აკადემია გაეროს მიხედვით საუკეთესო პროექტების ხუთეულში შევიდა

მცირეაკადემიის პროგრამა UNESCO-სა და ITU-ს (გაეროს სატელეკომუნიკაციო კავშირი) მიხედვით მსოფლიოს ხუთეულში მოხვდა.

ჩვენი პარტნიორები

IT Academy STEP-ის ფილიალები - ესაა სასწავლო ცენტრები, რომლებიც ავტორიზებულია IT ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ: Microsoft, Cisco და Autodesk. კურსს უძღვებიან სერტიფიცირებული ლექტორები. სტუდენტებს სწავლის განმავლობაში შეუძლიათ გაიარონ Microsoft-ის, Cisco-სა და Autodesk-ის სერტიფიცირება.

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა