IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

რატომ უნდა შეისწავლო გრაფიკული დიზაინი ადრეული ასაკიდან?

მშობლებისთვის

29.08.2024

428 blog_count_views_5_9_11_14

მოზარდები რომ ყველაფერს ძალიან მარტივად ითვისებენ ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია შეისწავლონ ის სფეროები რაც  ზრდასრულ ასაკშიც გამოადგებათ. მაშინ, როცა მსოფლიო სწრაფი ტემპებით ვითარდება ახალგაზრდებისთვის ისეთი უნარების ათვისებაა მნიშვნელოვანი, რომელიც 4 და 6 წლის შემდეგაც ძალიან აქტუალური იქნება და არა ისეთის, რომელიც უკვე კარგავს მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ უნდა ისწავლონ მათ პროგრამირება  და რაც მთავარია გრაფიკული დიზაინი!

 

მას შემდეგ, რაც ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ ფოტოშოპის და სხვადასხვა ვიზუალური დამუშავების შესაძლებლობის მქონე პროგრამები მოიტანა, კომპანიებმა დაიწყეს მისი აქტიურად გამოყენება და ეს ტრენდი ყოველწლიურად მზარდია! ბიზნესისთვის გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია, რათა პოზიტიური წარმოდგენა დაუტოვოს მომხმარებელს. როცა ის პირველად დაინახავს ბრენდს. სხვადასხვა დროსა და ეპოქაში ჩატარებული არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვიზუალურ ინფორმაციას უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი, ვიდრე დაწერილ ტექსტს. თუ დაწერილმა ტექსტმა შეიძლება საერთოდ არ მიიქციოს ყურადღება, ვიზუალური ინფორმაცია ყურადღებასაც მიიქცევს და ტვინიც უფრო მარტივად მიიღებს ინფორმაციას.

 

ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა დიზაინთან შეხება, ყველგან გვხვდება ლოგოები, სტიკერები, წარწერები… ნებისმიერი ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო დაწესებულება, კერძო სექტორი თუ  საერთაშორისო კორპორაციები  მაღალკვალიფიციური დიზაინერის მუდმივ ძიებაში არიან. ბუნებრივია, უნდათ გვერდით ჰყავდეთ უახლესი ცოდნით და კრეატივით აღჭურვილი თანამშრომლები, ახალგაზრდების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და მას შესაბამისი გამოყენება სჭირდება. გრაფიკული დიზაინის სწავლისას ისინი საოცარი იდეებისთვის ფრთების შესხმას შეძლებენ. რაც მათ გაუხსნის კარიბჭეს გლობალურ ბაზარზე

აქედან გამომდინარე, თითოეული მშობელი ვალდებულია თავის შვილს ადრეული ასაკიდანვე მისცეს ისეთი განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ გამოწვევებს.

Როდესაც ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინერი ხარ:

  • ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ განვითარდე და გაიცნო საინტერესო ადამიანები
  • კომპიუტერი ხდება შემოსავლის მძლავრი წყარო - კრეატიულობისთვის უხვად გადაგიხდიან 
  • გაქვთ სრულფასოვანი IT კარიერა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში
  • ყოველდღიურად ანვითარებთ მომავლის პროფესიულ უნარებს
  • ხართ მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი.
  • Შეგიძლიათ იცხოვროთ მშობლიურ ქალაქში და დასაქმდეთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში საზღვარგარეთ.

 

გრაფიკული დიზაინერის კარიერული გზა ძალიან მრავალფეროვანია. თავგადასავლები დამოკიდებულია სპეციალიზაციაზე, რომელსაც ახალგაზრდა დიზაინერი აირჩევს. მაგალითად, ერთი შეიძლება პოსტერ დიზაინმა გაიტაცოს, მეორე ტიპოგრაფიის დიზაინმა, მესამე ბრენდის იდენტობამ და ა.შ. შესაბამისად, თითქმის ყველა სახის კომპანიაში შეიძლება დასაქმდნენ – კრეატიულ სააგენტოში, ნებისმიერი სახის მარკეტინგის გუნდში, ბანკში, სტამბაში, NGO-ში, ვიდეო თამაშების მწარმოებელ კომპანიაში და ა.შ.
 

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გრაფიკული დიზაინი ასე მნიშვნელოვანი უპირობოთ პერსპექტიული არის ის, რომ ჩვენ სურათებსა და სხვადასხვა ვიზუალებს უფრო სწრაფად ვამუშავებთ, ვიდრე მხოლოდ ტექსტს. სინამდვილეში, კვლევებმა აჩვენეს, რომ ის დაახლოებით 60 000-ჯერ უფრო სწრაფია! როდესაც საქმე ეხება ტვინში ინფორმაციის გადაცემის გზებს, ადამიანებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება. ინფორმაციის 90%, რომელიც ჩვენს ტვინს გადაეცემა ვიზუალურ ინფორმაციას წრამოადგენს. 

 


და ბოლოს

მომხმარებლის დამოკიდებულებასა და ერთგულებას ბრენდის მიმართ ხშირად პირველი შეხება და მისგან მიღებული შთაბეჭდილება განსაზღვრავს. ამიტომ, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია დაამყაროს – მათ შორის პირველი შეხება სწორედ ვებ-გვერდების, აპლიკაციების, ბუკლეტების, შეფუთვისა თუ ბიზნეს ბარათის საშუალებით ხდება. შესაბამისად, გრაფიკული დიზაინი ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მიმართულებაა ახალგაზრდა თანამშრომლები კი მუდმივი ზრდის პერსპექტივა

→დარეგისტრირდი მარტივად

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 0322 45 45 05 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა