IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რომელი მოქნილი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

შემეცნებითი

24.10.2025

220 blog_count_views_5_9_11_14

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი.

გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მოითხოვს ძლიერ მოქნილ უნარებს. ესენია: კომუნიკაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, გუნდური მუშაობა, ლიდერობა და ემოციური ინტელექტი. ეს ის უნარებია, რომლებიც თანამშრომელს კომპანიაში შეუცვლელს ხდის, რადგან ტექნოლოგიას ადამიანური ინტელექტისა და ემოციების ჩანაცვლება არ შეუძლია.

მოითხოვე კონსულტაცია

 

მომავლის უნარები, რომლებიც განსაზღვრავს წარმატებას

კომუნიკაციის უნარი მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რჩება. როდესაც გუნდში მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული ფონის მქონე ადამიანები, წარმატების ფორმულას სწორი კომუნიკაცია ქმნის.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა ისეთ უნარებია, რომლებიც საშუალებას გაძლევს არ დაკმაყოფილდე მხოლოდ მოცემულით, არამედ იპოვო ახალი პერსპექტივები. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოგაწოდოს მონაცემები, მაგრამ მხოლოდ ადამიანს შეუძლია მათი გააზრება და ჭკვიანურ გადაწყვეტილებად გარდაქმნა

შემოქმედებითობა ინოვაციების მთავარი ძრავია. მომავალში ის პროფესიებიც კი, რომლებიც დღეს მხოლოდ ტექნიკურად აღიქმება, მოითხოვს კრეატიულ ხედვას. სწორედ ამ უნარის წყალობით შეძლებ საკუთარი და კომპანიის პროდუქტების კონკურენტული უპირატესობის შექმნას.

ემოციური ინტელექტი და გუნდური მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში, სადაც ახალი გამოწვევები ჩნდება. წარმატებულ თანამშრომელს უნდა შეეძლოს სხვისი ემოციების სწორად აღქმა, მხარდაჭერა და თანამშრომლობის კულტურის შენარჩუნება.

თუ გინდა გაიგო უფრო მეტი საჭირო უნარების შესახებ გაეცანი სტეპის სტატიას ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

მოითხოვე კონსულტაცია

 

რატომ არის მოქნილი უნარები შენი მომავლის გარანტია?

მოქნილი უნარები ისინი სწორედ ის საფუძველია, რაც ადამიანს ნებისმიერ გარემოში სწრაფად ადაპტირებას, სხვებთან ეფექტიან თანამშრომლობას და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას აძლევს. ტექნიკური ცოდნა დროთა განმავლობაში იცვლება, მაშინ როცა მოქნილი უნარები უზრუნველყოფს კარიერის სტაბილურობას და ზრდის ახალ შესაძლებლობებს.

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ვინ არის პროგრამისტი და როგორ ქმნის ის ჩვენს ყოველდღიურ ციფრულ სამყაროს?

გაიგე, ვინ არიან ციფრული სამყაროს არქიტექტორები, როგორ ცვლის პროგრამისტების შრომა ჩვენს ყოველდღიურობას და რა გზა უნდა გაიარო იმისათვის, რომ შენც გახდე ამ ინოვაციური ინდუსტრიის ნაწილი.

ვინ არიან ციფრული სამყაროს არქიტექტორები? თანამედროვე ეპოქაში, როდესაც დღე სმარტფონის ეკრანთან შეხებითა და ჭკვიანი ყავის აპარატის ღილაკზე თითის დაჭერით იწყება, იშვიათად თუ ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას. პროგრამისტი არ არის უბრალოდ პროფესია - ეს არის აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და შემოქმედების უნიკალური ერთობლიობა. პროგრამისტები არიან ციფრ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

როგორ ავითარებს ტექნოლოგიების სწავლა ბავშვის ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას?

სტატიაში განხილულია, თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ადრეული შესწავლა ბავშვებში ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ მომავალში რთული ამოცანების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში ეხმარება.

ციფრული ეპოქა და ბავშვის განვითარების ახალი ჰორიზონტები თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მათი სწავლა ბავშვობის ადრეული ეტაპიდანვე სცილდება უბრალოდ ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების ჩვევას. კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების საფუძვლების შესწავლა ძირეულად ცვლის ბავშვის ტვინის მუშაობას, აყალიბებს სტრუქტურულ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI-ის ეპოქაში ადამიანური უნარების მნიშვნელობა

ხელოვნური ინტელექტი ცვლის პროფესიებს, მაგრამ ადამიანურ უნარებს კიდევ უფრო ფასეულს ხდის. გაიგე, რატომ არის კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაცია და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი წარმატებული კარიერის მთავარი საფუძველი.

ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ წარმატებას ისევ ადამიანები ქმნიან ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ის გვხვდება სამუშაო პროცესებში, ბიზნესში, განათლებაში, მედიცინაში, მარკეტინგსა და შემოქმედებით სფეროებშიც კი. AI რამდენიმე წამში ქმნის ტექსტებს, ამუშავებს მონაცემებს, აანალიზებს ინფორმაციას, წერს კოდს, ამზადებს დიზაინებს და ასრულებს უამრავ რუტინულ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა