IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

როგორი იქნება ოფისები 2025 წლის შემდეგ

ზრდასრულთათვის

07.10.2024

345 blog_count_views_5_9_11_14

არქიტექტურისა და დიზაინის ფირმა Gensler-ის თანახმად, ოფისები ნელ-ნელა იწყებენ დიზაინის დაგეგმვას და მორგებას თანამშრომლების სამომავლო კეთილდღეობისთვის. Deutsche Bank არის იმ კომპანიებს შორის, რომლებიც აქტიურად ამკვიდრებენ სიმწვანესა და სითბოს კონცეფციას საოფისე სივრცეში

2025 წელს ტექნოლოგიური კომპანიები მოირგებენ ღია სივრცეებს, ფინანსური მომსახურების ფირმები შეეცდებიან ოფისებში შეიტანონ კოფი-შოპის სითბო და აურა, ხოლო იურიდიული ოფისები უფრო მეტ შუქს შეუშვებენ მათ სამუშაო სივრცეში. ამის შესახებ განაცხადა არქიტექტურისა და დიზაინის ფირმა Gensler-მა, ვინაიდან კომპანია მუშაობს კლიენტებთან მათი საოფისე ფართების განახლებისთვის, ისინი მოუწოდებენ მათ ნაკლები ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ტრიალებს ოფისში - და მეტი ყურადღება გაამახვილონ იმ გუნდებისა და ინდივიდების კეთილდღეობაზე, რომლებიც სტაბილურად დადიან ოფისში, ამბობს ნატალი ენგელსი, Gensler-ის გლობალური პრაქტიკის ზონის საზოგადოების თანა-ხელმძღვანელი. აი, როგორ მიიღებს რამდენიმე სხვადასხვა ინდუსტრია ამ გამოწვევას:

 

ფინანსური სექტორი

ფინანსური მომსახურების კომპანიები სპარტანულები არიან Silicon Valley-ის პინგ-პონგის მაგიდებით და სნეკებით დატვირთულ ტექნიკურ ოფისებთან შედარებით, მაგრამ როდესაც ისინი ცდილობენ გაუღვივონ თანამშრომლებს ოფისში დაბრუნების სურვილი, ენგელსი ამბობს, რომ ბანკები და საფინანსო კომპანიები აცნობიერებენ, რომ მათაც უნდა გახადონ თავიანთი სივრცე უფრო მიმზიდველი და პოზიტიურ გამოცდილებაზე ორიენტირებული. ”ისინი არ ემხრობოდნენ ოფისებში "კოფი-შოპის" გარემოს შექმნას, რასაც ჩვეულებრივ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ვხედავთ,” - თქვა მან ინტერვიუში. ახლა კი, ამბობს ის, ისინი იწყებენ კითხვების დასმას, "რა არის სხვა კომპანიების გამოცდილებებში, კომფორტის თვალსაზრისით, ისეთი რომლის დანერგვაც არც ჩვენს სამუშაო სივრცეში იქნება ურიგო?"

აქ ყავა არ არის მთავარი, ეს არის სამუშაო მაგიდასა და უფრო კომფორტულ სამუშაო სივრცეს შორის გადაადგილების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში. „მაღალი სტრესის სიტუაციებსა და დატვირთულ სამუშაო პირობებში, რა სჭირდებათ ადამიანებს იმისათვის, რომ დაისვენონ და ამავდროულად სრულად არ ჩამოშორდნენ საოფიე სივრცეს?”- სვამს კითხვას ენგელსი.

ინტერიერის დიზაინერისთვის, პროფესიული განვითარება შეუჩერებელი პროცესია. მუდმივი განვითარება, საშუალებას მოგცემს მიიღო მუდმივად მზარდი ანაზღაურება! დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

იურიდიული სექტორი

იურიდიული კომპანიები ასევე ითვალისწინებენ იმ როლს, რომელსაც სამუშაო სივრცის დიზაინი თამაშობს მათი თანამშრომლების მენტალური კეთილდრეობის ასპექტში. ბევრ იურიდიულ ოფისში ფანჯრები გადის პირად, საოფისე ოთახებში, რომლებსაც აქვთ მოჭიქული კედლები კონფიდენციალურობისთვის, რაც უზღუდავს ოფისში მყოფ თანამშრომლებს წვდომას ბუნებრივ განათებაზე და არღვევს მათ დროის აღქმას, აუარესებს სამუშაო განწყობას. 

Gensler-ი მუშაობდა Cassels-თან, კანადურ საადვოკატო ფირმასთან, რათა გაეზარდათ „თანაბარი განათება“ მათ ოფისში. ახლა საოფისე სივრცეს მეტი წვდომა აქვს ბუნებრივ განათებაზე  ფანჯრებითა და გარე ხედებით, ტრადიციულ დაყოფილ სამუშაო ადგილებთან ერთად. „ვერ ვიტყვით, რომ ამან მთლიანად შეცვალა მათი სამუშაო გარემო, თუმცა ის იწყებს ტრანსფორმაციას”, - თქვა ენგელსმა.

 

ტექნოლოგიური სექტორი

ტექნოლოგიები არის ინდუსტრია, სადაც დისტანციური მუშაობა ალბათ ყველაზე ხელმისაწვდომია, მაგრამ ის ასევე დიდი ხანია ადგენს სტანდარტს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო ადგილის დიზაინისთვის. გლობალურმა კომპანიებმა შეიძლება გაავრცელონ ახალი დიზაინის კონცეფციები მთელს მსოფლიოში, ვერტიკალურ, ზემოდან-ქვევით პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ენგელსის თქმით, ახალი აქცენტი გაკეთდება სხვადასხვა ტიპის განათების, შაბლონების, სამუშაო ადგილის ორიენტაციისა და ოფისების გარეთ მდებარე ადგილებზეც კი. ”ისინი ცდილობენ გაარკვიონ რა იმუშავებს და რა არა”, - თქვა მან. ”ისინი იხრებიან მდგრადობისა და გამძლეობისკენ.”

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობის თანამშრომლები სწავლობენ თავიანთი უფრო გამოცდილი კოლეგებისგან პირისპირ კომუნიკაციის საფუძველზე, ყველა ოფისი რეალურად არ არის მორგებული მენტორული სამუშაოსთვის. მომავლის ტექნოლოგიური ოფისი, შექმნის სივრცეებს, რათა ხელი შეუწყოს ამ კავშირს, თქვა ენგელსმა, და ასევე საშუალებას მისცემს ერთგვარ პროდუქტულ კომუნიკაციას თანამშრომლებს შორის.

 

„პრეპანდემიურ პერიოდში მივაღწიეთ წერტილს, როდესაც ხალხი დახურულ სივრცეებში შედიოდა ზარების განსახორციელებლად. პანდემიის დროსაც კი, შემთხვევით მოსმენას ადგილი არ ჰქონია“ ამბობს ენგელსი.  „ახლა კი, როდესაც ვხედავთ, რომ ღია სივრცეს ვქმნით ორიენტირით გუნდზე, სწავლებაზე და მენტორობაზე.“ დახურული სივრცეები ნორმად დარჩება კონფიდენციალური საუბრებისთვის, თუმცა ტექნოლოგიებში და მის მიღმა, Gensler პროგნოზირებს საოფისე სივრცეების მიერ ღიაობის პრიორიტიზირებას. თქვენი კოლეგების საუბრების მოსმენა შეიძლება იყოს მოსაბეზრებელი, თუმცა ეს შეიძლება იყოს კარგი მოდელი იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საქმე  და შეიძლება აჯობოს ნებისმიერ სხვა ფორმალურ ტრენინგს.


საბოლოო ჯამში, ოფისი წარმოადგენს სამუშაო სივრცეს. ის არასდროს არ იქნება ის ადგილი, რომელიც ვიზიტისთვის ყველაზე სასურველია. თუმცა, ენგელსის აზრით, კომპანიები იაზრებენ, რომ სამუშაო სივრცე უფრო სასურველია ვიზიტისთვის თანამშრომლებისთვის, იმ შემთხვევებში, როდესაც ის ახლოს მდებარეობს ისეთ ადგილებთან, როგორიცაა კულტურული ინსტიტუტი, თეატრი და საზგოადოებრივი თავმოყრის სივრცეები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მე ტკომპანიას სურს ასეთ ადგილებში მიგრირება“ ამბობს ის. კომპანიები ცდილობენ პირველ სართულებზე არსებული სივრცეები განზრახ აამოქმედონ კაფეების გახსნით ან ღონისძიებების ჩატარებით. 

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა