IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ონლაინ უსაფრთხოებისას

შემეცნებითი

14.10.2025

388 blog_count_views_5_9_11_14

დღეს ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვახორციელებთ ფინანსურ ოპერაციებს ან უბრალორ ვერთობით, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ყველაზე დიდი რისკი - ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამდენად დაუცველია მათი პირადი მონაცემები.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ასეთია:

  • სუსტი და მარტივი პაროლების გამოყენება
  • ერთი და იგივე პაროლის გამოყენება ყველა ანგარიშზე
  • საჯარო Wi-Fi-ზე მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულება
  • საეჭვო ბმულებზე დაკლიკვა

თუ გსურს, ინტერნეტში შენი გამოცდილება იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ დაცულიც, მნიშვნელოვანია საფრთხეების თავიდან აცილება ცოდნაზე დაფუძნებული ნაბიჯებით. IT აკადემია Step-ის ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების კურსი საშუალებას გაძლევს დაინახო, როგორ მუშაობს თანამედროვე ონლაინ საფრთხეები, როგორ მოქმედებენ კიბერთაღლითები და ყველაზე მთავარი - როგორ შეგიძლია მათ წინააღმდეგ ეფექტური თავდაცვა.

მოითხოვე კონსულტაცია

 

რეალური მაგალითები და შედეგები

სუსტი პაროლები ხშირად იწვევს ანგარიშების გატეხვას. მაგალითად, უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს სოციალური ქსელების ანგარიში ისეთი მარტივი პაროლით, რომელიც 1 წუთში შეიძლება იქნეს გაშიფრული.

ფიშინგ შეტევები კიდევ უფრო სახიფათოა: შენ შეიძლება მიიღო ელფოსტა, თითქოს ბანკიდან ან კომპანიისგანაა გამოგზავნილი. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი თაღლითები ითხოვენ შენი პირადი მონაცემების შეყვანას. ათასობით ადამიანი სწორედ ასე კარგავს ბანკის ანგარიშზე წვდომას.

უსაფრთხოების განახლებების უგულებელყოფა - ხშირად გვგონია, რომ „ახლა დრო არ გვაქვს“ სისტემის გასაახლებლად. სინამდვილეში კი ყოველი გაუქმებული განახლება ჰაკერებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.

მოითხოვე კონსულტაცია

 

როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად?

ონლაინ უსაფრთხოების დაცვა პირველ რიგში იწყება ყოველდღიური ჩვევების შეცვლით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა შეეცადოს შექმნას ძლიერი და განსხვავებული პაროლები ყველა პლატფორმისთვის, რადგან ერთი და იგივე  პაროლზე დაყრდნობამ შეიძლება ყველა ანგარიში ერთდროულად საფრთხის წინაშე დააყენოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორფაქტორიანი ავტორიზაციის ჩართვა, რაც დამატებით დამცავ ფენას ქმნის და მნიშვნელოვნად ართულებს თაღლითებისთვის შენს ანგარიშზე წვდომას.

გარდა ამისა, საჭიროა სისტემებისა და პროგრამების რეგულარული განახლება, რადგან თითოეული განახლება უსაფრთხოების ახალი „ფარივით“ მუშაობს. ასევე, ყურადღებით უნდა ვიყოთ საეჭვო ბმულებთან და შეტყობინებებთან, თუნდაც ისინი ნაცნობი კომპანიის ან ბანკის სახელით მოვიდეს. უმჯობესია გადამოწმება, ვიდრე ერთი დაუფიქრებელი კლიკით პირადი მონაცემების დაკარგვა. საჯარო Wi-Fi ქსელების გამოყენებისას კი უმჯობესია თავი შევიკავოთ ფინანსური ოპერაციებისგან, რადგან ღია ინტერნეტი კიბერთაღლითებისთვის ყველაზე მარტივი გზაა.

თუ ამ ძირითად წესებს დაიცავ, შენი ონლაინ ცხოვრება გაცილებით უსაფრთხო გახდება.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა