IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

რას აკეთებს UI/UX დიზაინერი და როგორ შევძლებ მეც ამის სწავლას?

ზრდასრულთათვის

17.11.2025

596 blog_count_views_5_9_11_14

UI და UX - რას აკეთებს დიზაინერი ყოველდღე?

UI/UX დიზაინერი ქმნის ციფრული პროდუქტების ისეთ გამოცდილებას, რომელიც სასიამოვნოა, გასაგებია და მარტივი -როგორც ვიზუალურად (UI), ისე ფუნქციურად (UX). მისი დღე იწყება მომხმარებლის საჭიროებების კვლევით, გრძელდება მომხმარებლის სცენარებისა და ქმედებების ჯაჭვის დაგეგმვით, მარტივი მონახაზისა და პროტოტიპების შექმნით და სრულდება დიზაინის ტესტირებითა და გაუმჯობესებით. შედეგად იბადება ინტერფეისი, სადაც თითოეული კლიკი, ტაიპოგრაფია და ფერი მიზანმიმართულად მუშაობს ერთ საერთო მიზანზე - მომხმარებლის სწრაფ, მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებაზე.

UI ნაწილი ფერების, შრიფტებისა და კომპონენტების ესთეტიკას აყალიბებს, UX ნაწილი კი განსაზღვრავს გზას, რომლითაც მომხმარებელი მიიღებს სასურველ შედეგს - რეგისტრაცია, შეძენა ან კონკრეტული ამოცანის დასრულება. წარმატებული UI/UX დიზაინერი საერთო ენას პოულობს როგორც დეველოპერთან, ისე მარკეტინგსა და ბიზნესმეთაურთან, რათა პროდუქტი იყოს ფუნქციური, გაყიდვადი და მასშტაბირებადი. გაეცანი ჩვენს UI/UX დიზაინის კურსს და ნახე, როგორ არის ეს ეტაპები გადატანილი სასწავლო გეგმაში.

IT აკადემია Step-ში UI/UX დიზაინის კურსზე ამ ყველაფერს ისწავლი მაღალ დონეზე - პრაქტიკული დავალებებით, ქეისებით და მენტორების მხარდაჭერით.

მოითხოვე კონსულტაცია

როგორ ვისწავლო ეს პროფესია ნულიდან?

დასაწყისისთვის დაგჭირდება ბაზისური ციფრული  ინსტრუმენტების ცოდნა (Figma/Sketch), დიზაინის სისტემური აზროვნება და მოთმინება განმეორებითი ტესტირებისთვის. სწავლის გზა პრაქტიკით იწყება: პატარა ბრიფები, რეალური ქეისები და პროტოტიპების წარმოდგენა სხვებისთვის. რაც უფრო ხშირად აჩვენებ შენს ნამუშევარს და მიიღებ უკუკავშირს, მით სწრაფად გაიზრდები.

მომდევნო ნაბიჯია პორტფოლიო - კარგი პორტფოლიო არ ნიშნავს მხოლოდ „ლამაზ“ ეკრანებს, ის გვიჩვენებს პრობლემას, თქვენს ჰიპოთეზებს, კვლევის გზას, ტესტების შედეგებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს პროცესი აინტერესებს დამქირავებელს.

 თუ გსურს გაიგო უფრო მეტი UI/UX დიზაინერის პროფესიის შესახებ გაეცანი სტეპის სტატიას რატომ არის მოთხოვნილი UI/UX დიზაინერები დღეს ბაზარზე?

მოითხოვე კონსულტაცია

კარიერული პერსპექტივა და შემდეგი ნაბიჯები

UI/UX დიზაინერი მოთხოვნადი პოზიციაა როგორც სტარტაპებში, ასევე დიდი კომპანიებში - ვებსაიტები, მობილური აპები, SaaS პროდუქტები, შიდა პანელები და AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები ყოველდღე საჭიროებენ გააზრებულ დიზაინერულ აზროვნებას. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა, ინდუსტრიის ტრენდების თვალყურის დევნება და პროტფოლიოზე მუშაობა.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

მშობლებისთვის

კრიტიკული აზროვნება და ტექნოლოგიები - როგორ მოვამზადოთ ბავშვი მომავლის ცვლილებებისთვის

როგორ მიხვდეს ბავშვი, რომ AI-ის დამაჯერებელი პასუხი გადამოწმებას საჭიროებს? როგორ შეიძლება საყვარელი თამაში საკუთარი იდეის გამოცდის საშუალებად იქცეს? სტატიაში ნახავთ ყოველდღიურ მაგალითებს, რომლებიც ბავშვს ეხმარება, დასვას კითხვები, შეაფასოს მტკიცებულება და მიღებული შედეგის მიხედვით შეცვალოს გადაწყვეტილება.

როცა პასუხი წამებში ჩნდება, როგორ გავიგოთ, სანდოა თუ არა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სკოლის პრეზენტაციას ამზადებს. ხელოვნურ ინტელექტს შეკითხვას უსვამს და წამებში იღებს გამართულ პასუხს მაგალითებითა და თარიღებით. ტექსტი დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს, რომ მოყვანილი ინფორმაცია სწორია? სთხოვეთ, AI-ის პასუხიდან ერთი ფაქტი აირჩიოს და სხვა წყაროში გადაამოწმოს

ШАГ логотип

მშობლებისთვის

წიგნი თუ ეკრანი - რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწორად სწავლას სკოლის ასაკში

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი ტრადიციულ წიგნებსა და ციფრულ ეკრანებს შორის სკოლის ასაკში? სტატიაში დეტალურად არის განხილული, თუ რატომ არ გამორიცხავს ერთმანეთს კლასიკური განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორ ეხმარება სწორი ციფრული უნარები და პროგრამირების საფუძვლები ბავშვებს კრიტიკული აზროვნებისა და მომავლის პროფესიების ათვისებაში, და რა როლი აქვს პროფესიულ ცენტრებს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ციფრული ეპოქის გამოწვევები: ბალანსი კლასიკურსა და თანამედროვე მეთოდებს შორის თანამედროვე სკოლის მოსწავლეები სრულიად განსხვავებულ საინფორმაციო სივრცეში იზრდებიან, ვიდრე მათი მშობლები. ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და ბავშვები ეკრანებთან კონტაქტს საკმაოდ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა ციფრულáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ხელოვნური ინტელექტი და ბავშვები: საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა 21-ე საუკუნეში

ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის ბავშვების აღზრდისა და განათლების პროცესს, გვაძლევს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ერთდროულად.

ციფრული ეპოქის გამოწვევები: რატომ ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე დღეს? ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესი ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ ჩვენი ყოველდღიურობა წარმოსახვას სცდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხელოვნური ინტელექტის როლი, რომელიც უკვე მტკიცედ ინერგება განათლებისა და აღზრდის პროცესში. მშობლები და პედაგოგები ხშირად დგანან რთული დილემის წინაშე: არ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

თამაში თუ მომავლის პროფესია - როგორ ვაქციოთ ბავშვის ინტერესი კომპიუტერისადმი სასარგებლო უნარად

ბავშვს კომპიუტერული თამაშები უყვარს - როგორ დავეხმაროთ, ამ ინტერესით ახალი უნარებიც შეიძინოს? საკუთარი პერსონაჟის, თამაშის ან 3D ობიექტის შექმნა შეიძლება ტექნოლოგიების გაცნობის პირველი ნაბიჯი გახდეს. გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ დასაწყისისთვის შესაფერისი დავალება და როგორ დაუჭიროთ მხარი ბავშვის ინტერესს პროფესიის ნაადრევი არჩევის გარეშე.

რას ხედავს ბავშვი ეკრანზე თამაშის მიღმა „კიდევ ხუთი წუთი და გამოვრთავ“ - ეს ფრაზა ბევრ მშობელს ეცნობა. როცა ბავშვი კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას აძლევს მას ეს გატაცება? პასუხის საპოვნელად სასარგებლოა დავაკვირდეთ, კონკრეტულად რა მოსწონს. ზოგი თამაშში ახალ სამყაროებს აშენებს, ზოგი პერსონაჟების გარეგნობას ცვლის, სხვას კი წესები და გამარჯვების

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა