IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

თვითშეფასების უნარი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერისთვის

ზრდასრულთათვის

27.08.2024

350 blog_count_views_5_9_11_14

 

IT ინდუსტრია რეაქტიული სისწრაფით იზრდება, შესაბამისად ის რჩება განვითარებული, გონიერი ადამიანებისთვის ყველაზე მიმზიდველ სფეროდ, თუმცა ზოგიერთი არასწორად აფასებს ამ სფეროს თავისებურებებს და ფიქრობს, რომ პროგრამირებამარტივია - უბრალოდ რამდენიმე თვე Youtube-ს უნდა ჩაუჯდე, ან სადმე რამე კურსი გაიარო და სერტიფიკატი მიიღო. თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია.


ბოლო პერიოდში გამოიკვეთა თვითშეფასების პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი დეველოპერი, გამოცდილების მიუხედავად, არასწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგი ზედმეტად თავდაჯერებულია, ზოგი კი - პირიქით თვლის რომ სწავლა უკვე გვიანია. ეს იწვევს არაადეკვატურ მოლოდინებს ხელფასის, კარიერული წინსვლის და სამუშაო გარემოს მიმართ.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პროგრამირების სწავლის რეალური სირთულე. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პროგრამირების შესწავლის მსურველთა 70% ვერ აღწევს წარმატებას. რატომ? პასუხი მარტივია - ბევრს ჰგონია, რომ კვირაში რამდენიმე წუთი ონლაინ სწავლა საკმარისია წარმატებისთვის.


სინამდვილეში, პროგრამისტად გახდომა მოითხოვს:

  • ყოველდღიურ მუშაობას საკუთარ თავზე

  • მინიმუმ 1 წლის ინტენსიურ სწავლას, აკადემიაში სადაც გეყოლება მენტორი

  • მუდმივ პრაქტიკას და კოდის წერას

  • რეალური პროექტების შექმნას და თემატურ საზოგადოებაში ჩართვას

 

საქმე იმაშია, რომ პროგრამირებასაკმაოდ შრომატევადი საქმეა და თუ თქვენ მარტივი ფულის მაძიებელი ხართ ეს სფერო ვერ იქნება თქვენთვის ხელსაყრელი, იმისთვის რომ კარგად აითვისო ეს პროფესია და შეინარჩუნო თვითშეფასების მაღალი დონე, ყოველდღიურად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. სწავლის დაწყებიდან 12 თვე ყოველდღიურად უნდა წერდეთ კოდს და ცდილობდეთ რაც შეიძლება მეტ პროექტში ჩაებათ რომ შეძლოთ აუარება პრაქტიკული გამოცდილების მიღება

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

ორი ოქროს წესი

 

  1. დაისახეთ რეალისტური მიზნები

  2. არ შეწყვიტოთ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება

 

პროგრამირებანამდვილად არ არის ზარმაცების საქმე. დაფიქრდით, მზად ხართ რეალური გამოწვევებისთვის? გაქვთ საკმარისი ნებისყოფა? ბევრი შრომით ამ სფეროში შეგიძლიათ დაპირებულზე მეტ წარმატებასაც კი მიაღწიოთ. მთავარია, არ აჰყვეთ ცრუ დაპირებებს და ყოველდღიურად იმუშაოთ საკუთარ თავზე

 

შეეცადეთ არცერთ ეტაპზე არ დაკარგოთ თვითშეფასების ადეკვატური უნარი და მიუღწეველი არცერთი მიზანი არ დარჩება, აკადემიური ცოდნით, დისციპლინით და სწორად შედგენილი რეზიუმეთი დღეს მსოფლიო სამუშაო ბაზარი ნებისმიერი პროფესიონალისთვის ხელმისაწვდომია, სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ნერგავს დისტანციური მუშაობის პრაქტიკას და ეძებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად.რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკისთვის. ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩავერთოთ გლობალურ შრომით ბაზარში, გავიუმჯობესოთ პროფესიული უნარები და მივიღოთ საერთაშორისო გამოცდილება ქვეყნიდან გასვლის გარეშე.
ეს არა მხოლოდ ინდივიდუალური კარიერული ზრდის, არამედ ეროვნული ეკონომიკის განვითარების შანსიცაა. ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ნიჭი და პოტენციალი!

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 0322 45 45 05 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა