IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

შენ თუ არ ფლობ ტექნოლოგიურ ცოდნას - სხვამ შენზე მეტი იცის

19.11.2025

305 blog_count_views_5_9_11_14

რატომ ნიშნავს „არ ვიცი ტექნოლოგიები“ იმას, რომ სხვამ შენზე მეტი იცის?

ციფრულ სამყაროში, სადაც შენი ყველა მოქმედება - საძიებო სიტყვიდან ონლაინ შეძენამდე – მონაცემად იქცევა, ტექნოლოგიური ცოდნა უბრალოდ „დამატებითი პლიუსი“ აღარ არის. თუ შენ არ იცი, როგორ მუშაობს ალგორითმები, როგორ აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს, როგორ ცვლის AI პროფესიებს, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შენი კარიერის შესახებ სხვამ შენზე მეტი იცის – პლატფორმებმა, კომპანიებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ტექნოლოგიურ ცოდნას ფლობს.

თუ შენ არ ფლობ ტექნოლოგიურ ცოდნას, სხვამ უკვე ერთი ნაბიჯი წინ გადგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აუცილებლად უნდა გახდეს პროგრამისტი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სფეროში – მარკეტინგი, დიზაინი, მენეჯმენტი, განათლება – ტექნოლოგიური აზროვნება გარდაუვალია. თუ გინდა, რომ ეს ყველაფერი თეორიიდან რეალურ უნარებად გადაიქცეს,  IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსზე და ნახავ, როგორ შეგიძლია შენი პროფესია ახალი დონეზე აიყვანო. აირჩიე შენი მიმართულება ქვემოთ მდებარე ღილაკით.

მოითხოვე კონსულტაცია

 

როცა დრო არ გაქვს, მაგრამ განვითარება გჭირდება

დღეს თითქმის ყველას ერთსა და იმავე ფრაზას ვისმენთ: „მართლა მინდა რაიმე ახალი ვისწავლო, მაგრამ დრო არ მაქვს“. სამუშაო, სწავლა, ოჯახი, გზაში დაკარგული საათები – დღის ბოლოს ენერგიაც ცოტა რჩება და დროც. მაგრამ ტექნოლოგიური სამყაროს რეალობა ასეთია: განვითარება არ გეკითხება, გაქვს თუ არა თავისუფალი დრო. პროფესიები იცვლება, მოთხოვნები იზრდება და ის, ვინც დღეს ცოტას მაინც ახერხებს განვითარებას, ხვალ უფრო მშვიდად იგრძნობს თავს.

საიდუმლო ზოგჯერ დიდ ნაბიჯებში კი არა, მცირე, მართვად ნაბიჯებშია. არ არის აუცილებელი, თავიდანვე 3 საათიან ლექციებზე ან რთულ პროგრამებზე ფიქრობდე. შეგიძლია დაიწყო 15–20 წუთიანი ფორმატებით, მოკლე ვიდეოებით, მინი-თემებით, რომლებიც ერთ კონკრეტულ უნარს გიმუშავებს: მაგალითად, როგორ გამოიყენო AI ყოველდღიურ საქმეში, როგორ წაიკითხო მონაცემები მარტივად, ან როგორ გაამარტივო სამუშაო ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით.თუ გსურს გაიგო უფრო მეტი ტექნოლოგიური განათლების შესახებ. 

მოითხოვე კონსულტაცია

 

 

დღეს თუ არ ისწავლი „ტექნოლოგიების ენას“, ხვალ საუბარში ვეღარ ჩაერთვები

ტექნოლოგიები აღარ კითხულობენ, მზად ხარ თუ არა ცვლილებისთვის - ისინი მაინც მოდიან. პროფესიები ცვლიან ფორმას, ჩნდება ახალი როლები, ქრება ძველი ფუნქციები და ამ დროს ყველაზე საფრთხილოა ერთი რამ: დარჩე ადამიანად, რომელსაც უბრალოდ „არ ესმის, რა ხდება“.

თუ არ იცი, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რას ნიშნავს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ან როგორ ცვლის ავტომატიზაცია შენს სფეროს, ძალიან მარტივ რაღაცას კარგავ – გავლენას საკუთარ მომავალზე. ამ დროს იქმნება სხვაობა იმ ადამიანებს შორის, ვინც ტექნოლოგიურ ენას ფლობს და მათ შორის, ვინც გვერდიდან უყურებს, როგორ იღებენ სხვები უფრო სწრაფ, ჭკვიან და მომგებიან გადაწყვეტილებებს.

კარგი ამბავი ისაა, რომ ეს სხვაობა შევსებადია. ტექნოლოგიური ცოდნა აღარ არის მხოლოდ  “IT ხალხისთვის“. ის საჭიროა მასწავლებლისთვის, მენეჯერისთვის, დიზაინერისთვის, მარკეტერისთვის, ექიმისთვისაც კი – ყველასთვის, ვისი  გადაწყვეტილებებიc მონაცემებსა და ციფრულ გარემოში ხორციელდება.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა