IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

როგორ შევუთავსო ერთმანეთს მუშაობა და სწავლა

ზრდასრულთათვის

12.12.2024

415 blog_count_views_5_9_11_14

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს შეუთავსოს ერთმანეთს სამსახური და სწავლა. ეს გამოწვევა, მართალია რთულია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ონლაინ სწავლების საშუალებით, სავსებით შესაძლებელია. კარიერული ზრდისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა, რაც ხშირად მოითხოვს დამატებითი განათლების მიღებას სამუშაო პროცესის პარალელურად.

ონლაინ სწავლების უპირატესობები

მოქნილი გრაფიკი

ონლაინ სწავლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტს შეუძლია თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი. თქვენ შეგიძლიათ ლექციებს დაესწროთ სამსახურის შემდეგ, შაბათ-კვირას ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა თავისუფალი დრო გაქვთ. ასევე, შესაძლებელია სალექციო მასალის ჩაწერა და მოგვიანებით ნახვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნა.

დროისა და რესურსების დაზოგვა

ონლაინ სწავლება გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო და თანხა. აღარ გჭირდებათ ყოველდღიურად სასწავლებელში სიარული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს ხარჯებს და გიზოგავთ დროს. დაზოგილი დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი მასალის შესასწავლად ან დასასვენებლად. გარდა ამისა, ონლაინ კურსები ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული საგანმანათლებლო პროგრამები.

სწავლის ინდივიდუალური ტემპი

ონლაინ სწავლებისას შეგიძლიათ მასალა აითვისოთ საკუთარი ტემპით. რთული თემების გასაგებად შეგიძლიათ რამდენჯერმე მოუსმინოთ ლექციის ჩანაწერს ან გადაიკითხოთ მასალა, სანამ სრულად არ გაიგებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სხვადასხვა საგანში განსხვავებული ტემპით სწავლა სჭირდება. ასევე, შესაძლებელია დამატებითი რესურსების მოძიება და გამოყენება სწავლის პროცესში.

პრაქტიკული რჩევები მუშაობისა და სწავლის შესათავსებლად

გაარკვიეთ დამსაქმებლის მხარდაჭერის შესაძლებლობები

თქვენი დამსაქმებელი შესაძლოა უფრო მეტად მზად იყოს თქვენს დასახმარებლად, ვიდრე ფიქრობთ. ესაუბრეთ მათ თქვენი სასწავლო მიზნების შესახებ, აუხსენით როგორ გააუმჯობესებს ეს თქვენს პროფესიულ უნარებს და გაარკვიეთ რა სახის მხარდაჭერის შემოთავაზება შეუძლიათ. შესაძლო ვარიანტებია: დამსაქმებლის მიერ დაფინანსებული ტრენინგები, სასწავლო შვებულება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, სამუშაოს გაზიარება ან შემცირებული საათები. ასევე განიხილეთ შვებულების დღეების მცირე ნაწილებად აღების შესაძლებლობა დავალებების, გამოცდების ან პრაქტიკული სწავლების პერიოდებისთვის.

განსაზღვრეთ პრიორიტეტები

გქონდეთ იმის მზაობა, რომ დაგჭირდებათ თქვენი არსებული აქტივობებისა და პრიორიტეტების გადახედვა. სწავლის დაწყებამდე ნათლად განსაზღვრეთ, რომელი აქტივობებია აუცილებელი და რომელი - სასურველი. ეს შესაძლოა მოიცავდეს პირადი, საოჯახო, სამსახურეობრივი და სოციალური ვალდებულებების გადანაწილებას. როდესაც ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, სასურველია უარი თქვათ ან შეამციროთ გარკვეული აქტივობები. 

გამოიყენეთ კალენდარი

როდესაც თქვენს სამუშაო გრაფიკს სწავლასაც უმატებთ, რთულია მხოლოდ მეხსიერებას დაეყრდნოთ მნიშვნელოვანი თარიღების დასამახსოვრებლად. ასურველია შექმნათ კალენდარი, რომელიც მოიცავს პირად, პროფესიულ და აკადემიურ ვალდებულებებს, რათა ადვილად დაინახოთ სად შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები. 

მართეთ სტრესი და გადაღლის რისკები

სტრესი სწავლისა და მუშაობის გარდაუვალი ნაწილია. თუ თქვენი სამუშაო ან აკადემიური შედეგები იწყებს გაუარესებას, დროულად მიიღეთ ზომები. შეამცირეთ სტრესი, გამოყავით დრო დასვენებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეუფლებათ დანაშაულის გრძნობა, როდესაც დაუგეგმავად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. საუკეთესო შედეგების მისაღწევად დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ, ხართ ფიზიკურად აქტიური და სიამოვნებას იღებთ საყვარელი ჰობისგან ან სოციალური აქტივობებისგან.

 

გახსოვდეთ რატომ აკეთებთ ამას

გახადეთ თქვენი მიზანი თვალსაჩინო და  შექმენით მიზნების დაფა, რათა ყოველდღე ხედავდეთ მათ. როცა სწავლა და მუშაობა ერთად ძალიან რთული მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ და გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მიზნებზე, იზეიმეთ მცირე წარმატებებიც და გახსოვდეთ, რომ ეს მდგომარეობა არ გაგრძელდება სამუდამოდ. მოტივაციის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლისა და მუშაობის წარმატებით შეთავსებისთვის. 

მუშაობისა და სწავლის შეთავსება, მართალია, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და კარგ ორგანიზებულობას, მაგრამ ონლაინ სწავლების საშუალებით ეს პროცესი გაცილებით მარტივი და მოქნილი ხდება. მთავარია სწორად დაგეგმოთ დრო, განსაზღვროთ პრიორიტეტები და არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინ სწავლების პლატფორმები გვთავაზობენ უამრავ შესაძლებლობას პროფესიული განვითარებისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

IT აკადემია STEP-ის ონლაინ კურსები იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება სამსახურის პარალელურად. მოქნილი სასწავლო გრაფიკი და დისტანციური სწავლების ფორმატი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ახალი უნარები და ცოდნა თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდით:

ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549 

გამოგყვები სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Linkedin // behance // TikTok // YouTube 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

ვინ არის პროგრამისტი და როგორ იქმნება ციფრული სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ

აღმოაჩინე, ვინ არის რეალურად პროგრამისტი, რა ღრმა გავლენა აქვს მას ციფრული სამყაროს ფორმირებაზე და როგორ იქმნება თანამედროვე ტექნოლოგიური შედევრები კოდის მიღმა.

ვინ არის პროგრამისტი - თანამედროვეობის შემოქმედი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს სმარტფონებით, მესენჯერებით, ონლაინ ბანკინგითა და ვებსაიტებით, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რეალურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პროგრამისტი არ არის უბრალოდ ტექნიკური სპეციალისტი, რომელიც კომპიუტერთან უსასრულო კოდებს აწყობს – ის არის ნამდვილი არქიტექტორი, რომელიც ლოგიკი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

კრიტიკული აზროვნება და ტექნოლოგიები - როგორ მოვამზადოთ ბავშვი მომავლის ცვლილებებისთვის

როგორ მიხვდეს ბავშვი, რომ AI-ის დამაჯერებელი პასუხი გადამოწმებას საჭიროებს? როგორ შეიძლება საყვარელი თამაში საკუთარი იდეის გამოცდის საშუალებად იქცეს? სტატიაში ნახავთ ყოველდღიურ მაგალითებს, რომლებიც ბავშვს ეხმარება, დასვას კითხვები, შეაფასოს მტკიცებულება და მიღებული შედეგის მიხედვით შეცვალოს გადაწყვეტილება.

როცა პასუხი წამებში ჩნდება, როგორ გავიგოთ, სანდოა თუ არა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სკოლის პრეზენტაციას ამზადებს. ხელოვნურ ინტელექტს შეკითხვას უსვამს და წამებში იღებს გამართულ პასუხს მაგალითებითა და თარიღებით. ტექსტი დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს, რომ მოყვანილი ინფორმაცია სწორია? სთხოვეთ, AI-ის პასუხიდან ერთი ფაქტი აირჩიოს და სხვა წყაროში გადაამოწმოს

ШАГ логотип

მშობლებისთვის

წიგნი თუ ეკრანი - რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწორად სწავლას სკოლის ასაკში

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი ტრადიციულ წიგნებსა და ციფრულ ეკრანებს შორის სკოლის ასაკში? სტატიაში დეტალურად არის განხილული, თუ რატომ არ გამორიცხავს ერთმანეთს კლასიკური განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორ ეხმარება სწორი ციფრული უნარები და პროგრამირების საფუძვლები ბავშვებს კრიტიკული აზროვნებისა და მომავლის პროფესიების ათვისებაში, და რა როლი აქვს პროფესიულ ცენტრებს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ციფრული ეპოქის გამოწვევები: ბალანსი კლასიკურსა და თანამედროვე მეთოდებს შორის თანამედროვე სკოლის მოსწავლეები სრულიად განსხვავებულ საინფორმაციო სივრცეში იზრდებიან, ვიდრე მათი მშობლები. ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და ბავშვები ეკრანებთან კონტაქტს საკმაოდ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა ციფრულáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ხელოვნური ინტელექტი და ბავშვები: საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა 21-ე საუკუნეში

ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის ბავშვების აღზრდისა და განათლების პროცესს, გვაძლევს ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ერთდროულად.

ციფრული ეპოქის გამოწვევები: რატომ ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე დღეს? ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესი ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ ჩვენი ყოველდღიურობა წარმოსახვას სცდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხელოვნური ინტელექტის როლი, რომელიც უკვე მტკიცედ ინერგება განათლებისა და აღზრდის პროცესში. მშობლები და პედაგოგები ხშირად დგანან რთული დილემის წინაშე: არ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა