IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

როგორ შეუძლია ტექნოლოგიურმა განათლებამ შეცვალოს ჩემი შვილის მომავალი

მშობლებისთვის

02.10.2025

393 დათვალიერება

დღეს ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ კომპიუტერი ან ტელეფონი - ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, ციფრული სერვისები და ონლაინკომუნიკაცია ძალიან სწრადად ცვლის რეალობას, ბავშვებისთვის მხლოს სკოლის პროგრამები არ არის საკმარისი. ყველაზე დიდი საჩუქარი, რასაც მშობელი შვილს აძლევს, არის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მომავალში ნებისმიერ კარიერაში წარმატებას მოუტანს. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური განათლება უკვე აღარ არის „დამატებითი“ აქტივობა - ის გარდაქმნის ბავშვის აზროვნებას და მომავალს.

მოითხოვე კონსულტაცია

 

ტექნოლოგიებთან ბავშვი პირველ რიგში სწავლობს ლოგიკას და პრობლემის გადაჭრას. როცა პატარა აკვირდება, რატომ არ მუშაობს მის მიერ დაწერილი კოდი ან რატომ არ მოძრაობს ისე რობოტი, როგორც დაგეგმა, ის სწავლობს სიმტკიცეს, მოთმინებას და აზროვნების სტრუქტურას. ეს უნარები მომავალში იმუშავებს ყველგან - იქნება ის მედიცინა, ინჟინერია თუ მენეჯმენტი. ტექნოლოგიური განათლება ასევე ავითარებს შემოქმედებითობას: თამაშის დიზაინი, აპლიკაციის იდეა ან ციფრული ნახატი აძლევს ბავშვს შესაძლებლობას, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციოს. სწორედ აქედან იწყება ინოვატორი ადამიანების გზაც.

გარდა ამისა, ტექნოლოგიური ცოდნა აძლევს ბავშვს კონკურენტულ უპირატესობას. კვლევები აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უდიდესი ნაწილი დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც დღეს ტექნოლოგიების ენას სწავლობს, ხვალ ბევრად მეტ კარიერულ შესაძლებლობას მიიღებს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ეს კი მხოლოდ კარიერა არ არის: ტექნოლოგიები აძლევს ბავშვს თავდაჯერებულობასაც. როცა ბავშვი ხედავს, რომ შეუძლია საკუთარი ძალებით რაღაც შექმნას, ის უფრო თამამი ხდება და სჯერა, რომ სირთულეების გადალახვა ყოველთვის შესაძლებელია.

მოითხოვე კონსულტაცია

 

მშობლისთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია შვილში მხოლოდ მატერიალური არ არის. თამაშები, სათამაშოები, ტანსაცმელი სწრაფად კარგავს მნიშვნელობას, მაგრამ ცოდნა და უნარები არასდროს. ტექნოლოგიური განათლება არის ის საძირკველი, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას საკუთარი მომავალი თავად შექმნან. დღეს, როცა დრო ასე სწრაფად მიდის, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ ტექნოლოგიებში განათლების მიცემაა.

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა