IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თელავი
ШАГ логотип

როგორ ეხმარება IT განათლება თქვენს შვილს მომავალი კარიერის განვითარებაში

მშობლებისთვის

23.07.2024

457 blog_count_views_5_9_11_14

სათაურის წაკითხვის შემდეგ, სკოლაში სწავლის პერიოდში მომავლის კარიერის არჩევა და დასაქმებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევად თუ მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროში, ისტორიის და ბიოლოგიის სწავლის მიღმა, აუცილებელი გახდა ციფრული უნარების განვითარებაც, მათი სარგებელი სკოლის მოსწავლეებისთვის ფასდაუდებელია, სწორედ აქედან იწყება ტექნიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაც, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის კარიერული განვითარება უკვე ხვალინდელი სამუშაო გარემოს შესაფერისი უნარების გამომუშავებით იწყება


 

ალბათ ყველას გახსოვთ თქვენი მხიარული ბავშვობა, გაუთავებელი სირბილი და ბურთით თამაში მეგობრებთან ერთად, დღესდღეობით კი მოზარდები სახლში დარჩენას და კომპიუტერთან თამაშს არჩევენ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ გაჯეტებთან გახარჯული დრო მომავალი პროფესიის შესწავლისთვის?

 

სკოლაში სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მომავალი კარიერის შექმნისა და სამუშაოს დაწყებისათვის ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლიათ. მთავარია, მშობლებმა მოიძიონ სწორი და დროული ინფორმაცია პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებასაც წინაპირობად არ სჭირდება სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება

 

არჩევანი ხომ ძალიან დიდია, ახალგაზრდებს შეუძლიათ დაკავდნენ ფრილანსინგით და შესთავაზონ თავიანთი უნარები სხვადასხვა სფეროს საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია მენეჯმენტი და სხვა. პლატფორმები, როგორიცაა Upwork, Fiverr და Freelancer აკავშირებს ფრილანსერებს კლიენტებთან მსოფლიოს ირგვლივ და ხდის შესაძლებელს იმუშაო პროექტზე სახლიდან

 

 

ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას - ინვესტირება IT განათლებაში ნიშნავს ინვესტირებას თქვენი შვილის წარმატებულ მომავალში!

 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

განვიხილოთ, როგორ ავითარებს IT Academy STEP მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს

IT სფეროს საოცარი უნარი აქვს აანთოს ბავშვი და გააუმჯობესოს მისი მიძინებული უნარები, რომლის განვითარებაც საჭიროა მომავალი პროფესიული კარიერისთვის. აქ შეძენილ ცოდნას მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყენებენ, პროგრამირების სწავლით მოზარდები სწავლობენ რთული პრობლემების დაშლას მცირე, მართვად ნაწილებად. ეს უნარი გამოსადეგია ნებისმიერ პროფესიაში. ბაზისური პროგრამირების ცოდნა მოსწავლეს ეხმარება ლოგიკური აზროვნების განვითარებაში და მყარ საფუძველს უქმნის მომავალ კარიერაში იყოს წარმატებული

 

იქიდან გამომდინარე, რომ სფერო ძალიან დიდია, მოზარდებს და მათ მშობლებს შესაძლოა გაუძნელდეთ საწყისი ნაბიჯების განსაზღვრა, ჩვენ გირჩევთ, თუ რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ინტელექტუალური განვითარებისთვის შესაფერისი პროგრამული ენა,  როგორიცაა Python, Ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს ის როგორც პირველი ენა და დაიწყოს სწავლა, ეს კონკრეტული ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში, აქვს ძალიან მარტივი სინტაქსი, რაც ნიშნავს რომ მარტივი  გასააზრებელი და აღსაქმელია ადამიანის თვალისთვის, Python მძლავრი იარაღია Web დეველოპმენტისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის, მანქანური სწავლების და ა.შ.

 

კოდის წერა და დებაგინგი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს, რაც ეხმარება მოსწავლეებს ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ვებ-დიზაინი ან აპლიკაციების შექმნა, ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.  IT სფერო გუნდურ მუშაობას მოითხოვს, რაც ახალგაზრდებში ზრდის ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.


 

IT განათლება მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია, დროსთან შესაფერისი პროფესიის დაუფლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, აკადემია STEP-ი აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შესაძლებლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და დასაქმებისთვის საჭირო  “Hard” და “Soft”  უნარების განვითარებას - IT აკადემია STEP-ს ფასდაკლებების პროგრამებიც აქვს, რაც მოიცავს სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურს ადრეული ასაკიდან და სკოლაში სწავლის პარალელურად ახალი, მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიის შესწავლა სურს

 

და ბოლოს

მოზარდების უშრეტი ცნობისმოყვარეობა, ინტერესი ტექნოლოგიებისა და ფიზიკა-მათემატიკის მიმართ არის რესურსი, რომლის ათვისებაც ყველა მშობლის ვალია, მიმართეთ თქვენი შვილის ცნობისმოყვარეობა პროფესიების ათვისებისკენ, რომლითაც არ დაისტრესება ახლა და არ ჩამორჩება დროს, დაგეგმეთ წარმატება დღეს, ის მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება!

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 0322 45 45 05 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა