IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თელავი
ШАГ логотип

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ გრაფიკული დიზაინი

ზრდასრულთათვის

08.08.2024

459 blog_count_views_5_9_11_14

გრაფიკული დიზაინი - ეს არის ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება, რომელიც აერთიანებს კრეატიულობას, ტექნოლოგიას და ბიზნესს. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ გრაფიკული დიზაინის ისტორიას, მის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და იმ მიზეზებს, თუ რატომ არის ეს პროფესია ასეთი მიმზიდველი და მოთხოვნადი დღეს.

გრაფიკული დიზაინის ისტორია

გრაფიკული დიზაინის ფესვები ათასწლეულებს ითვლის. ერთ-ერთი უძველესი მაგალითია ლასკოს მღვიმე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ნაპოვნია დაახლოებით 17,000 წლის წინანდელი მხატვრობა. ეს მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ხვდებოდნენ ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

თანამედროვე გრაფიკული დიზაინი განვითარდა ციფრული ტექნოლოგიების წყალობით. ისეთი პროგრამების გაჩენამ, როგორიცაა Adobe Photoshop, რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში და გახსნა ახალი შესაძლებლობები ვიზუალური კომუნიკაციისთვის. 

ჩვენს დროში, ბიზნესისთვის გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია, რათა პოზიტიური წარმოდგენა დაუტოვოს მომხმარებელს, როცა ის პირველად დაინახავს ბრენდს. სხვადასხვა დროსა და ეპოქაში ჩატარებული არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვიზუალურ ინფორმაციას უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი, ვიდრე დაწერილ ტექსტს. თუ დაწერილმა ტექსტმა შეიძლება საერთოდ არ მიიქციოს ყურადღება, ვიზუალური ინფორმაცია ყურადღებასაც მიიქცევს და ტვინიც უფრო მარტივად მიიღებს ინფორმაციას

 

დღეს ჩვენი დიზაინერები იყენებენ ტიპოგრაფიას, ფოტოსურათებს, ილუსტრაციებსა და გრაფიკულ ელემენტებს იმ შეტყობინებების საილუსტრაციოდ, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს, დააფიქრებს, მის მეხსიერებაში დალექავს და შესაძლოა, მომხმარებლადაც კი აქციოს. 

 

ქართული კომპანიების პოსტერები რომ გაჩვენოთ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურია, აუცილებლად მიხვდებით რომელი პოსტერი რომელი კომპანიისაა. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ კომპანია ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და მის გონებაში კონკრეტულ ადგილს იკავებს. სწორედ ასეთი ვიზუალების გამო, წითელზე Coca-Cola გვახსენდება, ლურჯზე კი Pepsi.



 

თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

 

→ დარეგისტრირდი მარტივად

 

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ გრაფიკული დიზაინი

 

1. ეს სფერო მოთხოვნადია - თქვენი კრეატიულობისთვის უხვად გადაგიხდიან 

 

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ უკანასკნელ წლებში ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის ყველა კომპანიის კარი ღიაა. თანაც სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

შეინარჩუნებთ შემოქმედებით სულისკვეთებას. დიზაინერები ყოველდღიურად ათასგვარი გამოწვევის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს, უწევთ კრეატიული პასუხების პოვნა ისეთ ამოცანაზე, როგორიცაა კომპანიის გზავნილის თარგმნა ფერებად, ფორმებად და სიმბოლოებად. 

 

2. იმუშავე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გახდი საკუთარი თავის უფროსი.

 

კომფორტული გარემო, Adobe Illustrator-ის კარგად ცოდნა, ლეპტოპი და საქმის სიყვარული - ეს ყველაფერია იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმება შეძლოთ.

 

დიზაინერების ნაწილი ფრილანსერად მუშაობს და ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს. ისინი დროის მენეჯმენტზე თავად არიან პასუხისმგებელნი, თვითონ საზღვრავენ როდის დაისვენონ და როდის რომელ პროექტზე იმუშაონ. ეს მათ მეტ თავისუფლებას აძლევს. 

 

ხშირად კი, გრაფიკული დიზაინერები თავადვე აფუძნებენ ციფრულ სააგენტოებს.

 

3. მრავალფეროვნება

 

სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა არარუტინულია. გრაფიკული დიზაინერისთვის 2 დღეც კი არ არის ერთნაირი. ამ საქმეში ვერასდროს მოიწყენ.

 

4. გავლენა მასაზე

 

გრაფიკული დიზაინი ხელოვნებაა. მართალია, კომერციული მიზნები აქვს, მაგრამ ის მაინც მოქმედებს საზოგადოების გრძნობებზე. შთამბეჭდავია, როცა შენი ნამუშევრები ხალხზე გავლენას ახდენს და მათში ემოციას აღძრავს. 

 

5. მუშაობა და გართობა

 

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ტოვებს განცდას, რომ ეს უფრო გართობაა, ვიდრე მუშაობა!

 

და ბოლოს, გავრცელებული მითია, რომ თუ არ გამოგდის ხატვა და არ გაქვთ ხელოვნების მიმართ “სხვანაირი” დამოკიდებულება, მაშინ გრაფიკული დიზაინი არ გამოგივა. სინამდვილეში, ძალიან ბევრი გრაფიკული დიზაინერი არსებობს, რომელსაც ფანქარი ხელში არასდროს სჭერია, მაგრამ საქმეს იდეალურად აკეთებენ!

 

ასე რომ, თუ თვლით, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდით ჩვენს კურსზე, ყველა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებით!

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 0322 45 45 05 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

ზრდასრულთათვის

განვითარების გზა გრძელდება - იპოვე მიმართულება, რომელიც შენს შესაძლებლობებს გამოავლენს

პროფესიული განვითარების გზა ყოველთვის ერთი კონკრეტული არჩევანით არ იწყება. საკუთარი ინტერესების აღმოჩენა, სხვადასხვა მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება გეხმარება იპოვო სფერო, სადაც შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენ. გაიგე, როგორ შეიძლება სწორი მიმართულების შერჩევა გახდეს ახალი პროფესიული ეტაპის დასაწყისი.

ახალი ეტაპი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით იწყება ცხოვრებაში ყოველთვის არ მივყვებით თავიდანვე, ზუსტად განსაზღვრულ გზას. ზოგჯერ გვჭირდება დრო, გამოცდილება და სხვადასხვა მიმართულების გაცნობა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გამოგვდის საუკეთესოდ და სად შეგვიძლია საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა არის დღეს პ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ IT პროფესია, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება

IT პროფესიის სწორად არჩევისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. გაიგე, როგორ იპოვო მიმართულება, რომელიც შენს უნარებსა და მიზნებს შეესაბამება.

პროფესიის არჩევა საკუთარი ინტერესების აღმოჩენით იწყება IT სფერო მხოლოდ პროგრამირებას აღარ ნიშნავს. დღეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალი განსხვავებული მიმართულება არსებობს - პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და UI/UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი, IT მხარდაჭერა, ციფრული მარკეტინგი და სხვა. სწორედ ამიტომ, IT პროფესიის არჩევისას პირველი ნაბიჯი არა ყველაზე პოპულარული მი

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში?

ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, ჰაერივით სჭირდება თანამედროვე საქართველოს. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ციფრული პროფესიები ადგილობრივების მომავალს, ამცირებს მიგრაციას და რატომ არის ეს რეგიონული განვითარების მთავარი სტრატეგიული გასაღები.

ტექნოლოგიური პროგრესი და რეგიონული გამოწვევები თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტექნოლოგიები ყოველდღიურობის, ეკონომიკისა და პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, ცოდნისა და თანამედროვე რესურსების კონცენტრაცია კვლავ ტრადიციულად დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში ხდება. რეგიონებში მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა